
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ერთ–ერთი გადაუდებელი ნაბიჯია, რომლის ეფექტურ განხორციელებას ხელს უწყობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენი სკოლა ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება სკოლის მოსწავლეებში აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებების და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ინოვაციური მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენებაში, რათა ავამაღლოთ სასწავლო პროცესის ხარისხი, უდიდეს დახმარებას გვიწევს ციფრული და მედია წიგნიერება. ამისათვის სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკის ძირითად ბაზას, სადაც შესაძლებელია სასწავლო პროც...