საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ერთ–ერთი გადაუდებელი ნაბიჯია, რომლის ეფექტურ განხორციელებას ხელს უწყობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
ჩვენი სკოლა ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება სკოლის მოსწავლეებში აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებების და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
ინოვაციური მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენებაში, რათა ავამაღლოთ სასწავლო პროცესის ხარისხი, უდიდეს დახმარებას გვიწევს ციფრული და მედია წიგნიერება. ამისათვის სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, ჩვენი სკოლა ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება სკოლის მოსწავლეებში აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებების და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკის ძირითად ბაზას, სადაც შესაძლებელია სასწავლო პროცესით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვა, აგრეთვე ლაბორატორია უზრუნველყოფს მასწავლებლების მიერ კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით სარგებლობას.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პრიორიტეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარჩვევების განვითარება მოსწავლეებში, რასაც ხელმძღვანელობს პედაგოგი მარინა უხურგუნაშვილი . (ინფორმაცია იხ. ბულზე ჩემი ბლოგი)
სწავლების თანამედროვე მიდგომები, გაკვეთილის წარმართვა ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყნებით, აგრეთვე საწავლო პროექტის ორგანიზება – ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, კარგად ჩანს მის საგაკვეთილო გეგმებში ( იხ. ბმული lemill-ზე) და შესაბამისად ჩატარებულ გაკვეთილებში. ეს გაკვეთილები და პროექტი არის პირველი ეტაპის გამარჯვებული ტრენინგზე ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" .რომელიც ეტაპობრივად იგეგმება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
ინტენსიურად ხორციელდება აგრეთვე ისტ–ის ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში და ისტ–ზე დაფუძნებული სასწავლო პროექტების ორგანიზება, სადაც ხდება ვიზუალური მასალის მეთოდოლოგიის გამოყენება.(აუდიო და ვიდეო საშუალებები)
ფოტომასალა იხილეთ ბმულზე ფოტოგალერეა